ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 16 აგვისტოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 59 წლის მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა.
სამინისტროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მინისტრის ერთმა მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა, მეორე, ზურაბ ძნელაშვილი კი – ფინანსთა მინისტრის მრჩეველი გახდა, მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ბარათაშვილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში 1999 წლიდან მუშაობს, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. უფრო ადრე, 2011-2020 წლებში, მას ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და იუსტიციის ახალი მინისტრები დანიშნა
- ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადადგა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)