ახალი ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ოთარ დანელია დაინიშნა. დანელიამ პოსტზე ეკატერინე მიქაბაძე შეცვალა, რომელმაც ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ოთარ დანელია სახელწიფო ქონებისა და წიაღის ეროვნული სააგენტოების საქმიანობას უხელმძღვანელებს.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი იყო, 2016-2020 წლებში კი – მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. უფრო ადრე, 2014 – 2016 წლებში დანელია სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მსახურობდა.

ოთარ დანელია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ამასთან, იგი ევროპის მართვის სკოლისა და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის მაგისტრის ხარისხებსაც ფლობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button