ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები კვლავ ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ვერც ხმების 3/5-ით (90) დაამტკიცა.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებიდან ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობამ გიორგი კალანდარიშვლის (81), მაია ზარიძესა (78) და გია ცაცაშვილს (76) დაუჭირეს, თუმცა მიღებული ხმები მათ დასამტკიცებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

თუკი შემდეგ კენჭისყრაზე კანონმდებლობი ცესკოში მათ უბრალო უმრავლესობით გაამწესებენ, ისინი თანამდებობებს მხოლოდ 6 თვის ვადით დაიკავებენ. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ე.წ. ჩამკეტის გარეშე, ანუ დეპუტატთა 2/3-ზე (100) ნაკლები ხმით არჩეული თავმჯდომარე და წევრები პოსტებზე ხუთი წლის ნაცვლად, ნახევარი წლით გამწესდებიან.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების წინა სამი მცდელობა უშედეგო აღმოჩდა, რამდენადაც მათ მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კიდევ სამმა კანდიდატმა – გიორგი სანტურიანმა, თამარ სართანიამ და ლელა ტალიურმა დეპუტატების მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს.


საარჩევნო კოდექსი ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის შესახებ ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ჩაიწერა.

თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტი 1 ივლისს დატოვა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ მხარეებს შორის „კონსტრუქციული ურთიერთობების“ შესაძლებლობას გაზრდიდა. ცესკოს ორი ახალი წევრის შერჩევის საჭიროება დღის წესრიგში მაშინ დადგა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების რაოდენობა 6-დან 8-მდე გაიზარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button