ახალი ამბები

სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 15 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „უპრეცედენტო“ გადაწყვეტილება მიიღო და სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახთან დაცილება და მინდობით აღზრდაში გადაყვანა უკანონოდ ცნო.

საქალაქო სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, იმ სამი ბავშვისთვის, რომლებიც 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფოს 35 000 ლარიანი (თითოეულისთვის) კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის განცხადებით, ეს იყო პირველი საქმე საქართველოში, რომელიც გამარტივებული, ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმით წარადგინეს და რომელმაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, რომ სარჩელი თავადვე დაეწერათ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატების განმარტებით, „სასამართლომ უშუალოდ ბავშვებისგან მოისმინა ჯერ მათი წარდგენილი სარჩელით და შემდეგ უკვე პროცესზე გამოკითხვით რას ეხებოდა პრობლემა. გადაწყვეტილებაც ბავშვების საუკეთესო ინტერესით გამოიტანა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button