ახალი ამბები

ეუთოს გენ. მდივანმა საქართველოში ვიზიტი ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოში 14-16 ივნისის ვიზიტის ფარგლებში დღეს თბილისს ეწვია.

ვიზიტის პირველ დღეს ეუთოს გენერალური მდივანი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგაანთკარს ესტუმრა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და საქართველოში აშშ-ისა და იტალიის ელჩებთან – კელი დეგნანთან და ენრიკო ვალვოსთან ერთად ახალი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნას დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პროექტი, რომელიც ეუთოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა, 144 ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენერალური მდივანი ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარალმენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება.

ჰელგა მარია შმიდი ხვალ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მე-100 შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button