ახალი ამბები

ფილიპ რიკერი პრემიერ-მინისტრს, პატრიარქსა და გიორგი გახარიას შეხვდა 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი, რომელიც 6-13 ივნისს სამხრეთ კავკასიას სტუმრობს, 11 ივნისს თბილისში დაბრუნდა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის„სანდო მოკავშირედ“ რჩება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თან შეხვედრაზე, ფილიპ რიკერმა საქართველოში აშშ-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით მიმართულ ძალისხმევაზე, მათ შორის, ჯვრის მონასტერის დაცვის პროექტზე ისაუბრა.

მოგვიანებით, რიკერი აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და მისი ახალი პარტიის წევრს, კახა ქემოკლიძეს შეხვდა. გახარიას პრესსამსახურის ხნობით, ყოფილმა პრემიერმა შეხვედრაზე საკუთარი პარტიის გეგმებზე ისაუბრა.

აშშ-ის ევროპის სარდლობის პოლიტიკურ მრჩეველთან, ელჩ ადამ სტერლინგთან ერთად, ფილიპ რიკერი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა, რომელმაც აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button