ახალი ამბები

ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან დავით გარეჯის საკითხი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც 5 მაისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აზერბაიჯანს სტუმრობდა, განაცხადა, რომ თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა.

ზალკალიანის თქმით, მხარეებს შორის არსებობს მზაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა და „იმ პრობლემურ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იყოს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონის განვითარებაზე, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენასა და თურქეთთან სამმხრივ თანამშრომლობაზე.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბაირამოვმა ზალკალიანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ „რეგიონში არსებული ახალი რეალობების“ და თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ 2020 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი ექსპერტი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. საკითხი ყურადღების ცენტრში 2019 წლის აპრილშიც იყო, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button