skip to content
ახალი ამბები

ოთხი გალელის ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა 

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მდინარე ენგურში დამხრჩვალი საქართველოს ოთხი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აპრილს განაცხადეს, რომ გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის თებერვლის ბოლოს ჩაკეტა.

საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ტრაგედიაში გარკვეული წვლილი თბილისის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელებისთვის დაწესებულ საკარანტინო ზომებსაც მიუძღვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button