ახალი ამბები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ესტუმრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში 28 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში მომდევნო კვირას თბილისს ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება, ასევე საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ გაღრმავებული კრიზისის ფონზე მას შემდეგ იმართება, რაც პოლიციამ 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

პოლიციის სპეცოპერაციის შემდეგ, ექვსმა ევროპარლამენტარმა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა მას, რომ საქართველოში ვიზიტის დროს პოლიტიკურ ძალებს პარტიებს შორის დიალოგის დაუყონებლივ განახლება მოსთხოვოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button