skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მელიას გათავისუფლებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა, კონგრესმენებმა ელსი ჰასტინგსმა და ჯო უილსონმა, ასევე სენატორებმა როჯერ უიკერმა და ბენ კარდინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შეტევა და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას „თვითნებური დაკავება“ დემოკრატიულ პროგრესს არ უწყობს ხელს.

აღნიშნეს რა, რომ საქართვლომ, როგორც ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, „დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ვალდებულება აიღო“, მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ნიკა მელია, კრიზისის დე-ესკალაცია მოახდინოს და აგრესიის ნაცვლად, დიალოგის გზას მიმართოს.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button