ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები: მელიას დაკავება „ძალიან შემაშფოთებელია“

ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, ასევე კონგრესის ორმა წევრმა, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაკავების“ თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

კონგრესმენებმა და სენატორებმა განაცხადეს, რომ „საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის დამახინჯებული გამოყენება“ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განსახორციელებლად „საფრთხეს უქმნის საქართველოს დარჩენილ დემოკრატიას და მის ევრო-ატლანტიკურ კურსს“.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზა გამონახოს“. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს „ყველა პოლიტპატიმარი“, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილე გიორგი რურუა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button