skip to content
ახალი ამბები

აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ნიკა მელიას დაკავებით

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 23 თებერვალს ბრიფინგი საქართველოს მოვლენებზე საუბრით გახსნა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმადაა შეშფოთებული ქართული ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერთა დაკავებით.

ამასთან, პრესსპიკერმა პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტის წინა კვირის განცხადება გაიმეორა: „დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად და სასამართლო და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისაგან გათავისუფლების გზით გააძლიეროს დემოკრატიის, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები“.

გასული კვირის განცხადების კვალდაკვალ, პრაისმა ყველა მხარეს მოუწოდა „მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და თავიდან აირიდოს ისეთი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელთაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button