ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის „ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში“ შესვლის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას „უმოკლეს დროში“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო დასავლური დემოკრატიისკენ მიმავალი გზიდან მნიშვნელოვნად „გადაუხვევს“. ყოფილმა პრემიერმა დაამატა, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის „ფასეულობები“ და ლიდერების „მოქმედების მანერა“ კვლავაც „მიუღებელია.

მელიას დაკავებას ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში „ერთადერთი სწორი ნაბიჯი“ ხელახალი არჩევნებია. „ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი“, – დაამატა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button