skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინაციისთვის მომზადებაში დაეხმარებიან 

ევროკავშირმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით (ჯანმო), დღეს 40 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებას დაეხმარება.

რეგიონული პროგრამა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტიანად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება. როგორც ცნობილია, საქართველო ვაქცინების პირველ პარტიას პლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით მიიღებს.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ახალი პროგრამა ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს მის აღმოსავლელ პარტნიორებს პანდემიის დროს.

პროგრამის განხორციელების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 22 იანვარს, ოცდაერთმა ევროპარლამენტარმა ერთობლივი ღია წერილით ევროკომისიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინის დროულად მიღებაში დაეხმაროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button