ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის „დაბეგვრის მინისტრი“ გადადგა 

ოკუპირებული აფხაზეთის „დაბეგვრის მინისტრმა“, დაურ კურმაზიამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„მინისტრის მოვალეობების შემსრულებლად“ მისი მოადგილე, მერაბ ლოგუა დაინიშნა.

დაურ კურმაზია, რომელმაც საკუთარ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, „მინისტრის“ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბრიდან მას შემდეგ მსახურობდა, რაც პოსტზე რეგიონის ყოფილი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის მიერ დაინიშნა. 2020 წლის აპრილში, აფხაზეთის ახალმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ იგი ამ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button