skip to content
ახალი ამბები

ასლან ბჟანიამ კულტურისა და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი დანიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 20 იანვარს კულტურისა და მეცნიერების საკითხებში თავის მრჩევლად მხატვარი ნუგზარ ლოგუა დანიშნა.

ლოგუა, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემია 1988 წელს დაამთავრა, მანამდე, ორჯერ – 2005-2007 და 2010-2011 წლებში ოკუპირებული რეგიონის „კულტურის მინისტრი“ იყო.

2004 წლიდან ლოგუა აფხაზური პოლიტიკური მოძრაობის – „აიტაირას“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, რომელიც მოქმედმა „პრემიერ-მინისტრმა“ ალექსანდრე ანქვაბმა დააფუძნა.

This post is also available in: English Русский

Back to top button