skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 9 დეკემბერის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე უკვე დატოვა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე პირველად 5 აგვისტოს შეამცირა და ამ ნიშნულზე, უცვლელად, უკვე მესამედ დატოვა. სებ-ის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

სებ-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია, რომელსაც „სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს“, ბოლო თვეების განმავლობაში მიზნობრივ დონესთან ახლოს რჩებოდა, გადაწყვეტილების მიღებისას კოვიდ-19-ის პანდემიასთან გამკლავების მიზნით გაზრდილი სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერა, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაცია, წარმოების ხარჯების ზრდა, ასევე პანდემიასთან და მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული „გაურკვევლობა“ გაითვალისწინა.

აღნიშნა რა, რომ „მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია“, ეროვნულმა ბანკმა მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროება გამორიცხა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 3 თებერვალს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button