skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის შენარჩუნება იმით ახსნა, რომ ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება, ხოლო წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8% შეადგინა.

ეროვნულმა ბანკის განცხადებით, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება.

ხაზი გაუსვა რა საგარეო მოთხოვნის კლებას და საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლის 95%-ით შემცირებას სექტემბერში, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად მეორედ მას შემდეგ დატოვა, რაც 5 აგვისტოს ის 8%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 9 დეკემბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button