skip to content
ახალი ამბები

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდი საქართველოში დახმარების პროგრამას იწყებს 

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებულთათვის დახმარების პროგრამის განხორციელების შესახებ.

ფონდის ინფორმაციით, პროგრამა დახმარების სხვადასხვა პროექტს ითვალისწინებს, მათ შორისაა – სამედიცინო მკურნალობა, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაცია და მატერიალური მხარდაჭერა.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ დე ბაანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროგრამა ფონდის პირველი ინიციატივა იქნება აფრიკის კონტინენტის მიღმა და მას „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ შეფასებას, რომელიც 2019-2020 წლებში განხორციელდა და რომლის მიზანიც იყო დაედგინა, თუ რა ტიპის ზიანი მიადგათ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს და რამდენად ახდენს მისი შედეგები გავლენას მსხვერპლთა დღევანდელ ყოფაზე.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც ასევე დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორატის წევრია, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. მისივე თქმით, სამწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 600 000 ევროს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button