skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემები: ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ქართულმა ოცნებამ 17-ვე ოლქი მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარულ ოლქი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წევრებმა არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიიღეს, მათი სახელები და გვარები ბიულეტენებზე მაინც დაიბეჭდა.

ცესკოს მონაცემებით, თბილისში უბნების 88% უკვე დათვლილია. ქვემოთ თბილისსა და რეგიონებში ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების წინასწარი შედეგებია მოცემული:

თბილისი

#1 მთაწმინდა

  • ბექა ოდიშარია – ქართული ოცნება – 91.51%;
  • შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – 8.49%.

#2 ვაკე

  • ნოდარ ტურძელაძე – ქართული ოცნება – 93.7%;
  • ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო – 6.3%.

#3 საბურთალო

  • დავით სერგეენკო – ქართული ოცნება – 89.97%;
  • ალქსანდრე ელისაშვილი – მოქალაქეები – 10.03.

#4 ისანი

  • კახა კახიშვილი – ქართული ოცნება – 92.74%;
  • ხატია დეკანოიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 7.26%.

#5 სამგორი

  • სოზარ სუბარი – ქართული ოცნება – 88.19%;
  • ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ძალა ერთობაშია – 11.81%.

#6 დიდუბე

  • გიორგი ვოლსკი – ქართული ოცნება – 89.66%;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – გირჩი – 10.34%.

#7 ნაძალადევი

  • მიხეილ ყაველაშვილი – ქართული ოცნება – 91.14%;
  • შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 8.86%.

#8 გლდანი

  • ლევან კობიაშვილი – ქართული ოცნება – 89.22%;
  • ნიკა მელია – ენმ-ძალა ერთობაშია – 10.78%.

რეგიონები

#10 თელავი (დათვლილი 79%)

  • ირაკლი ქადაგიშვილი – ქართული ოცნება – 89.67%;
  • გიორგი ბოტკოველი – ენმ-ძალა ერთობაშია – 10.33%.

#11 მცხეთა (დათვლილია 89%)

  • შალვა კერესელიძე – ქართული ოცნება – 93.23%;
  • ცეზარ ჩოჩელი – ენმ-ძალა ერთობაშია – 7.75%.

(აქ კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტების ჯამი 100%-ს სცდება და 100.98%-ია)

#12 რუსთავი (დათვლილია 54%)

  • ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 87.65%;
  • დავით კირკიტაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 12.35%.

#16 ხაშური (დათვლილია 78%)

  • ზაალ დუგლაძე – ქართული ოცნება – 91.04%;
  • ნატო ჩხეიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 8.96%.

#21 ზესტაფონი (დათვლილია 78%)

  • ბეჟან წაქაძე – ქართული ოცნება – 91.87%;
  • კახა გეწაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 8.13%.

#23 ქუთაისი (დათვლილია 37%)

  • ზაზა ლომინაძე – ქართული ოცნება – 93.6%;
  • გრიგოლ ვაშაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 8.54%.

(აქ კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტების ჯამი 100%-ს სცდება და 102.14%-ია)

#27 ზუგდიდი (დათვლილია 42%)

  • ირაკლი ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 94.06%;
  • მალხაზ ჯალაღონია – ენმ-ძალა ერთობაშია – 5.94%

#28 ბათუმი (დათვლილია 40%)

  • რესან კონცელიძე – ქართული ოცნება – 88.47%;
  • ლევან ვარშალომიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 11.53%.

#30 ხელვაჩაური (დათვლილია 52%)

  • ანზორ ბოლქვაძე – ქართული ოცნება – 88.73%;
  • მიშა ბოლქვაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 11.27%.

ცესკოს მონაცემებით, 21 ნოემბერს გამართულ მეორე ტურებში მონაწილეობა ჯამში 562 664 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.29%-ია. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ჯამში ამომრჩევლის 56.11%-მა მიიღო მონაწილეობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი – 37.5%-მა.

ქართულმა ოცნება 13 მაჟორიტარული ოლქი არჩევნების პირველივე ტურში მოიგო.

150 წევრიანი პარლამენტი, ახლახან მიღებული ცვლილებების თანახმად, 120 პროპორციული და 30 წესით მაჟორიტარული არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

ქართული ოცნება პარლამენტში 91 დეპუტატით შევა (61 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი), 59 მანდატს კი – ოპოზიციური პარტიები გადაინაწილებენ. 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი სულ 8 პარტიამ გადალახა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button