ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2439 ლარი იყო.

ბოლო პერიოდში 1 აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 3.19-3.22 ლარს შორის მერყეობდა.

ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 260 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

მოცემული მომენტისთვის 1 აშშ დოლარი 3.2327 ლარი ღირს, 3 ნოემბერს მისი ფასი 3.2438 ლარი იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button