ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2168 ლარი იყო.

სექტემბერის თვეში ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება 29 სექტემბერიდან დაიწყო. მაშინ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3203 ლარი იყო. 5 ოქტომბრის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ყიდვა უკვე 3.1975 ლარად შეიძლებოდა. მომდევნო დღიდან ლარმა დაცემა კვლავ განაგრძო. დღეის მდგომარეობით კი – 1 აშშ დოლარი 3.2172 ლარი ღირს.

სებ-ის მონაცემებით, 10 ოქტომებრს 1 აშშ დოლარი უკვე 3.2233 ლარი ეღირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button