ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.7%-ით შემცირდა და 7.02 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7%–ით შემცირდა და 2.07 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 17.5%-ით შემცირდა და  4.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 2.88 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button