skip to content
ახალი ამბები

RSF შეშფოთებულია პანკისის რადიოს წინააღმდეგ მუქარებით

პარიზში დაფუძნებულმა მედიის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტერები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 4 სექტემბერს განაცხადა, რომ  „სავარაუდოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიის წევრთა მიერ ორგანიზებულ აქციაზე პანკისის რადიოს წინააღმდეგ გაჟღერებული ძალადობის მუქარები შემაშფოთებელია“.

RSF-მა „საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუშალოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევას.“ 

პანკისის სათემო რადიოს გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ 29 აგვისტოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამართული აქციისას მომიტინგეებმა ძალადობრივი მუქარები გამოთქვეს რადიოსა და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის საქმიანობის წინააღმდეგ. 

კულისებს მიღმა აქციის ორგანიზებისთვის პანკისის სათემო რადიო ბრალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და უსაფრთხოების სამსახურს დებს. პანკისის რადიოს თქმით, მათ წინააღმდეგ აქციას ქართული ოცნების აქტივისტი და როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელი ლია მარგოშვილი უძღვებოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button