ახალი ამბები

შსს-მ 2 კგ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს 17 აგვისტოს განცხადებით, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ „ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი 2 კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button