skip to content
ახალი ამბები

სოხუმი: დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში 1 289 ადამიანი დაბრუნდა 

სოხუმიდან იუწყებიან, რომ 5-9 აგვისტოს პერიოდში ენგურის ხიდზე გახსნილი „ჰუმანიტარული დერეფნით“ დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში 1 289 ადამიანი დაბრუნდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს სოხუმის მიერ ნებადართული მეოთხე „ჰუმანიტარული დერეფანია“.  ამჯერად, ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ რეგიონში დაბრუნების ნება აფხაზური „პასპორტებისა“ და ბინადრობის ნებართვების მქონე პირებს დართო.

აღნიშნული ოთხი „ჰუმანიტარული დერეფნის“ წყალობით აფხაზეთში ენგურს აქედან სულ 4 201 ადამიანი დაბრუნდა.

პირველად ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი 26-31 მაისის პერიოდში გაიხსნა, რა დროსაც აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან 532 ადამიანი გადავიდა. მეორედ, 22-24 ივნისს, ოკუპირებულ რეგიონში 1 111 ადამიანი დაბრუნდა. ხოლო მესამედ, 13-17 ივლისს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში 1 269 ადამიანი შევიდა.

რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთმა ენგურის პუნქტი პირველად 27 თებერვალს ჩაკეტა. 14 მარტს სოხუმმა, იმავე მიზეზით, გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვა გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button