ინგოროყვას 22, სადაც წარსულში საბჭოთა საიდუმლო პოლიცია იყო განთავსებული, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
სამოქალაქო აქტივისტები და ისტორიკოსები, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის “ თაოსნობით, 30 ივლისს, ე.წ. „ჩეკას“ ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1937 წელს, ზუსტად ამ დღეს, არასასამართლო ორგანო – ე.წ „ტროიკა“ შეიქმნა, რის შემდეგაც პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საბჭოთა რეპრესიებს ასობით-ათასი მოქალაქის, მათ შორის, ათასობით ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქტივისტებმა სიმბოლურად 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას თბილისში დახვრეტილი საქართველოს 250-მდე მოქალაქის სახელები და გვარები წაიკითხეს.
ისტორიკოსების ცნობით, 1924 წლის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, კომუნისტურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ 5 000-დან 7 000-მდე ქართველი დახვრიტეს.
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი საბჭოთა მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს კითხულობს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ინგოროყვას ქუჩა N22, სადაც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ადგილსამყოფელი თბილისში. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ბანერზე ნაჩვენებ 1924 წლის ფოტოზე საქართველოსკენ მომავალი პოლიტიკური ემიგრანტების – ვალიკო ჯუღელის, ვიქტორ ცენტერაძის, გრიგოლ ცინცაბაძის, ვასილ ნოდიასა და ბენია ჩხიკვიშვილის – ათენში გზად გადაღებული ფოტოა წარმოდგენილი. ვალიკო ჯუღელი, დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაური, ასევე – ბენია ჩხიკვიშვილი, თბილისის დემოკრატიულად არჩეული პირველი მერი 1924 წელს დახვრიტეს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრ სარდიონ თევზაძის შვილიშვილი მანანა თევზაძე, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სიას კითხულობს. სარდიონ თევზაძეც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დახვრიტეს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ინგოროყვას 22-ში განთავსებული საბჭოთა საიდუმლო პოლიციის შენობის ინტერიერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
This post is also available in:
English ( ინგლისური) Русский ( რუსული)
Copy URL
URL Copied