ახალი ამბები

საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 6.4% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის თებერვალში საქართველოს წლიური ინფლაციის დონე 6.4% იყო, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ კი – 0.3% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ზრდამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (12.7% წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) და სასტუმროები და რესტორნები (8.7%).


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.3%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.1%-იანი კლება) და ტრანსპორტი (0.7%-იანი კლება).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button