ახალი ამბები

ეროვნული ბანკის ჩარევამ ლარი მცირედით გაამყარა

Tags

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1-ელ აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 32.8 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვამ საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით გაამყარა. ეროვნული ბანკის ჩარევის შემდეგ, დღეს ერთი დოლარი 2.92 ლარი ღირს.

ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ლარის გასამყარებლად 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდდა. ბანკის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ლარის ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 2.9507-მდე გაუფასურება, რაც არსებობის 24 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო.

წლის დასაწყისში, 2019 წლის 4 იანვარს, ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარი 2.6752 ლარი ღირდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button