skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენებით „შეშფოთებულია“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გენერალური პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული „კრიმინალური ბრალდებების“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით „შეშფოთებას” გამოთქვამს.

„მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც მათივე განმარტებით, ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელის შეწყობაში პოტენციალი გააჩნია.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. გამოძიება მათ 16.7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button