ახალი ამბები

მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Tags

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ივნისს 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას მედიასთან დაკავებულის ძმამ ლუკა კალანდიამ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში მისი ძმა უდანაშაულოა, მის დასაკავებლად „არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა“ და ოჯახი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებს.

საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს დაკავებულის ადვოკატი ანა კოტეტიშვილიც. საპირისპიროს ამბობს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად, ამ ეტაპზე, „ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული“.

მიხეილ კალანდია შსს-მ 4 ივნისს მას შემდეგ დააკავა, რაც ერთი დღით ადრე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქმეზე ერთ-ერთ მსჯავრდებულს – გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მკვლელობის მცდელობიდან ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად ჩადენილ მკვლელობაზე შეუცვალა. შსს-ში განმარტეს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავების საფუძველი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button