ახალი ამბები

ლავროვი საქართველოს ურთიერთობების და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საუბრობს

Tags

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 დეკემბერს „კომსომოლსკაია პრავდასთან“ რადიოინტერვიუში საქართველოსთან მოსკოვის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე, რამდენად გონივრული იყო საქართველოსთან ურთიერთობების შეწყვეტა ნატოში მისი მიმდინარე სამხედრო ინტეგრაციის ფონზე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტა ან მისთვის სანქციების დაკისრების „კატეგორიული“ წინააღმდეგია.

მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში, იზრდება ვაჭრობის მოცულობა და ხალხთა შორის კავშირები: „ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და საუბრობენ, ცდილობენ გაიგონ, როგორია ამჟამად ვითარება“.

„წარმოიდგინეთ, რომ შევწყვიტეთ ის ურთიერთობები, რომელთაც ბოლო წლების მანძილზე ვაშენებთ… ბაზა მაინც აშენდება, ბატალიონები გაიწვრთნება და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს“, – დასძინა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი თავისი ბატალიონებით ვერსად შესვლას გაბედავს. „მათ კარგად ესმით, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხნენ“, – დასძინა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორია ორ ქვეყანას შორის „ყველაზე სერიოზულ საკითხად რჩება“. სწორედ ეს ლაბორატორია გახდა ბოლო დროს რუსეთის ბრალდებების სამიზნე.

ლავროვის თქმით, მოსკოვმა თბილისს ლაბორატორიაში მისი დიპლომატების მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მიწვევაზე უარი განაცხადა.

„აღვნიშნეთ, რომ საქმე ეხება არა დიპლომატებს, არამედ პროფესიონალებს, რომელთაც უნდა გაიგონ, რაც კეთდება ამ ლაბორატორიაში, რამდენად უქმნიან ეს ექსპერიმენტები საფრთხეს რუსეთის ფედერაციას და ზოგადად მეზობელ ქვეყნებს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button