Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში 25 ოქტომბერს მიიღეს მონაწილეობა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. ცესკოს განმარტებით, საერთო ჯამში, ავღანეთის ორივე სამხედრო ბაზაზე 875 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის შვიდ საათზე გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა.

ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს.

ავღანეთში მიცემულ ხმებს საქართველოში 28 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაითვლიან.

ქართველი სამხედროებისთვის არჩევნებში რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობა ჩვეული პრაქტიკაა, ასე იყო წინა რამდენიმე არჩევნების დროსაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button