ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი 20 ოქტომბრიდან რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ეწვევა.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბოლტონმა აღნიშნა, რომ ვიზიტების ფარგლებში, ის თავის კოლეგებს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება, რათა „წინ წავწიო აშშ-ის ინტერესები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Civil.ge-ს განუცხადა, რომ „აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საგარეო უწყების თქმით, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე, ბოლტონი ორმხრივი თანამშრომლობის რიგ საკითხებს მიმოიხილავს, მათ შორის, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button