ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობებში ხარვეზებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში „გარკვეული ხარვეზები“ არსებობს.

„ჩვენ უნდა გავაფართოვოთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩარჩო აზერბაიჯანთან და მას უნდა დაემატოს მომსახურების სფერო“, – განაცხადა ბახტაძემ და ადრინდელი განცხადება გაიმეორა, რომლის თანახმადაც ორი ქვეყანა მზადაა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 50-60%-ით გაზარდოს.

„ეს ფაქტი უნდა იყოს სტიმული მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის ფარგლების ზრდისათვის“, – განაცხადა ბახტაძემ. მან უსამართლო სავაჭრო რეჟიმებზეც ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივ პროდუქციას გარკვეულ ბარიერებს უქმნიან.

ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 1996 წელს შევიდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს აზერბაიჯანთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 272.2 მილიონი აშშ დოლარი (2016 წელს 152.6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 609.8 მილიონი (2016 წელს 492.5 მლნ აშშ დოლარი) იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button