ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარ-ივნისში

„საქსტატის“ მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.3%-ით გაიზარდა და 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.5%–ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტის მოცულობა 22.9%–ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 25.2%–ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა ევროკავშირში 367.8 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.5%–ით მეტია, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 26.3%–ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 27.5% შეადგინა, 23.1% – ექსპორტში და 29.1% – იმპორტში (2017 წელს ეს მაჩვენებლი 27.3%, 24.4% და 28.3% იყო).

2018 წლის იანვარ-ივნისში, დსთ–სთან ვაჭრობა წინა წელთან შედარებით, 33.9%–ით გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით, 50.7%–ით გაიზარდა და 720.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 26.2%–ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დსთ-ის ქვეყნების წილმა საგარეო ვაჭრობაში 34% შეადგინა, 45.2% – ექსპორტში და 30% – იმპორტში (2017 წლის იანვარ-ივნისში 31.6%, 38.5% და 29.2%).

2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, თურქეთი 858.1 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით, კვლავ საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის: რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი 650.1 მილიონი, 510 მილიონი და 505 მილიონი დოლარით.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა უკრაინასთან 314.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, შემდეგ მოდის სომხეთი – 291.6 მილიონი აშშ დოლარი, აშშ – 256.3 მილიონი აშშ დოლარი, გერმანია – 236.6 მილიონი აშშ დოლარი, ბულგარეთი – 216.3 მილიონი აშშ დოლარი და საფრანგეთი – 159.1 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, რუსეთი 204.4 მილიონი აშშ დოლარით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია, შემდეგია: აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი 204.3 მილიონი, 155.3 მილიონი და 127.6 მილიონი აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ 702.8 მილიონი, 445.7 მილიონი, 423.6 მილიონი და 300.7 მილიონი აშშ დოლარით.

2018 წლის იანვარ-ივნისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 242.2 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო (მთლიანი ექსპორტის 15.2%), შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 186 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.7%), ავტომობილების რეექსპორტი – 163.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.3%), ღვინო – 88.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.6%), სამკურნალო საშუალებები – 64.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4%), არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 62 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.9%), მინერალური წყლები – 54.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.4%), სიგარეტი – 53.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.4%), აზოტოვანი სასუქები – 53 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.3%), ოქრო – 40 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.5%), დანარჩენი საქონელი – 586.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 36.8%).

2018 წლის იანვარ-ივნისში, ნავთობი და ნავთობპროდუქტები 402 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 9.2%) საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 272.9 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 6.2%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 181.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4.1%), ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 163.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 3.7%), მედიკამენტები – 155.9 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 3.5%), სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 92 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 2.1%), ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, აირის სხვა ტურბინები – 76.2 (მთლიანი იმპორტის 1.7%), სიგარეტი – 63,5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.4%), ხორბალი – 53.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.2%), დანარჩენი საქონელი – 2.9 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 65.1%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button