ახალი ამბები

50 არასამთავრობო ორგანიზაცია არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს ეხმაურება

50 არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის მიერ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არსრულწლოვნების საქმის გამოძიებისა და დამდგარი შედეგების გამოუკიდურეს შეშფოთებასგამოხატავს და შსსის მხრიდან საქმის დროულ გამოძიებას, ასევე დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში შემავალმა ორგანიზაციებმა შესაბამისი განცხადება დღეს გაავრცელეს. მათი თქმით, იმისათვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდესსწრაფი და ქმედითინაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათივე შეფასებით, საქმის დროული გამოძიება არა მხოლოდ არსებულ ეჭვებს მოხსნის, არამედსაზოგადოებაში სამართლიანობის მყარ განცდასგააჩენს.

არასამთავრობოების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯოს ყველა პირი, ვინცმფარველობდა დამნაშავეებს და მონაწილეობდა ნივთმტკიცებების გაყალბებაში“, რადგან მოქალაქეებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მაღალითანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ სამართლებრივი იმუნიტეტით“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორი და მთლიანად პროკურატურა მაღალი რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს და იმისთვის, რომ პროკურორებითავად არ იქცნენ კანონდამრღვევებად და არ მოხდეს მათი მარლთსაწინააღმდეგოდ მართვა“, საჭიროა სისტემის „სერიოზული რეფორმა“.

არასამთავრობოები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ეხმაურებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ კომისია არა მარტონათელს მოჰფენს“ და „სააშკარაოზე გამოიტანსპროკურტურაში არსებულფუნდამენტურ ხარვეზებს“, არამედ „ბიძგს მისცემს პროკურატურის ორგანოების ღრმა, სისტემურ რეფორმებს“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ევროპის კომისიის ინიციატივით შეიქმნა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, სომხეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები შედიან. ფორუმის მიზანი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება, მათ შორის თანამშრომლობა, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგი და პარტნიორ ქვეყნებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button