ახალი ამბები

შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე გასული წლის დეკემბერში მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძეს, მაღალი რისკისა და სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხის გათვალისწინებით, მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების განმარტებით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გარკველი პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის პროვოკაციებია მოსალოდნელი.

უწყების შეთავაზებას ზაზა სარალიძემ აქციიდან უპასუხა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ის ხელისუფლებას საკუთარი შვილის უფლებების დაცვას ექვსი თვის მანძილზე ამაოდ სთხოვდა, ის მათი მხრიდან დაცვას არ საჭიროებს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button