Placeholder canvas
ახალი ამბები

ფილარმონიასთან ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიის წინ ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების განმარტებით, ისინი საზოგადოების რიგითი წევრები არიან და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ. აქციაზე ქართული მარშის წევრებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი რუსთაველზე მიმდინარე აქციას, იმიტომ არ უერთდებიან, რომ ის გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული. „ვერ დავდგებით საქრთველოს გამყიდველი ნაცბანდის გვერდით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

აქციაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკვეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ შორის არიან ქართული მარშის ლიდერები კონსტანტინე მორგოშია, რამაზ გაგნიძე და გურამ ქართველიშვილი. პოლიციას მათი დაკავების მიზეზი არ განუმარტავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button