ფოტოგალერეა

ახალი პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში

საქართველოს პარლამენტი წელს თბილისიდან ქუთაისში გადავა. ამჟამად ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 26 მაისისთვის უნდა დასრულდეს – ეს ვადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დათქვა. მისი თქმით, პარლამენტმა პირველი სხდომა ახალ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უნდა გამართოს, ხოლო მთლიანი გადასვლა მას შემდეგ მოხდება, რაც ოქტომბერში ახალი პარლამენტი აირჩევა. პარლამენტის ახალი შენობა CMD Ingenieros–ს მიერაა დაპროექტებული. Civil.ge-ს სტაჟიორმა მარკო ფიბერმა ქუთაისში მშენებლობის რამდენიმე ფოტო გადაიღო 8 მარტს.

მსგავსი/Related

Back to top button