ფოტოგალერეა

ამერიკულ–ქართული სამხედრო წვრთნები

350 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა და 450 ქართველმა ჯარისკაცმა 18 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი ორკვირიანი გეგმიური სწავლება დაიწყეს. წვრთნები სახელწოდებით “Agile Spirit” მოიცავს მეამბოხეთა წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფას, მცირე კალიბრიანი იარაღიდან სროლებს, სამშვიდობო ოპერაციებს და მცირე ქვედანაყოფების და შტაბის ტაქტიკურ დაგეგმარებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Agile Spirit 2011 პირველი წვრთნაა, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და რომელიც შეავსებს სხვა ისეთ წვრთნებს, როგორიცაა აშშ–ის საზღვაო ძალების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადება ავღანეთში გასაგზავნად. საჩვენებელ წვრთნებს პრესა 22 ივლისს დაასწრეს.

მსგავსი/Related

Back to top button