skip to content
ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი 7 ნოემბერს ევროსთან მიმართებაში გამყარდა და 3.0301 შეადგინა მას შემდეგ, რაც ოთხი დღის წინ ის რეკორდულ მაჩვენებლამდე, 3.0625-მდე დაეცა.   

ლარი ასევე გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში და 2.6108 შეადგინა. 3 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.6297 იყო.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო.

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება და ოქტომბრის ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა.

მსგავსი/Related

Back to top button