skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმეს ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა მას შემდეგ, რაც  სატვირთო მანქანის მძღოლი ველობილიკზე მყოფ ადამიანებს დაეჯახა.

„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც 1 ნოემბერს გავრცელდა.

„ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს თავის Twitter-ზე, რომ იგი აღშფოთებული და დამწუხრებულია ნიუ იორკში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი ოჯახების მიმართ“, – წერს კვირიკაშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button