skip to content
ახალი ამბები

ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო, რომელიც 30-31 ოქტომბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, ორშაბათს თავის ქართველ კოლეგას, ლევან იზორიას შეხვდა.

საქართველოს და ფინეთის თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, ორმა მინისტრმა რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის ტოტალური თავდაცვა, ორმხრივი ურთიერთობები, მეზობელ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა.

„ფინეთი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა, რომელსაც გამართული წვევამდელების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა გააჩნია. საქართველო მომავალ წელს რეზერვის სისტემის საპილოტე პროგრამის ამოქმედებას იწყებს და ამ მხრივ ფინეთის გამოცდილების გაზიარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა იზორიამ.

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. 

ვიზიტის ფარგლებში ფინეთის თავდაცვის მინისტრი წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მონახულებს და სამხედროებისთვის ლექციას წაიკითხავს თემაზე „ტოტალური თავდაცვა და ომის წარმოება“, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 

 

მსგავსი/Related

Back to top button