skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ისრაელს ესტუმრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 24-26 ოქტომბერს ისრაელში ვიზიტის დროს შეხვედრები პრეზიდენტ რუვენ რივლინთან და ქნესეთის თავმჯდომარესთან, იული ედელშტეინთან, გამართა.

25 ოქტომბერს საქართველოს დელეგაციის ქნესეთში ვიზიტიის დროს, თავმჯდომარე ედელშტეინმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტები საპარლამენტათაშორისო მოლაპარაკებებს იწყებენ, რომლებიც „რეგულარულად გაიმართება და რიგ საკითხებს მოიცავს“. მან იქვე დასძინა, რომ ამჟამინდელი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საპარლამენტო მუშაობის გამჭირვალობაზე გაამახვილეს ყურადღება“. კობახიძემ შეხვედრა ასევე ქნესეთში ოპოზიციის ლიდერთან, ისააკ ჰერცოგთან, გამართა.

პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრაზე, რომელიც ასევე 25 ოქტომბერს გაიმართა, კობახიძემ საქართველო-ისრაელის ისტორიულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც 2017 წელს აღინიშნება.  

მსგავსი/Related

Back to top button