
ცესკო: 17 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 17 საათისთვის საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 1 262 809-ია, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 36.71%-ს შეადგენს.
17 საათისთვის, რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბნების გახსნიდან ცხრა საათის განმავლობაში რეგისტრირებული ამომრჩევლის 53.4% მივიდა. შემდეგ მოდის გურია – 48.9%, სამცხე-ჯავახეთი – 43.3%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 38.8%, კახეთი – 38.1%, იმერეთი – 38%, მცხეთა-მთიანეთში – 37.2%, აჭარა – 36% და ქვემო ქართლი 33.1%.
17 საათისთვის, აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 31.5% მივიდა.
თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 34.7%-ია. თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 38.8% მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია, სადაც ხმა ამომრჩეველთა 30.4 %-მა მისცა.