ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 13 ოქტომბერს, მოკლე განცხადება გამოაქვეყნა.

„საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს“, – ვკითხულობთ გაცხადებაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. 

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

საპარლამენტო უმრავლესობამ 13 ოქტომბერს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 117 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვერსია დაამტკიცა

მსგავსი/Related

Back to top button