ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება კატალონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 ოქტომბრის განცხადებაში, რომელიც კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მიუღებლად მივიჩნევთ ცალმხრივ ქმედებებს და ვიმედოვნებთ, რომ კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში მოგვარდება“, – დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 12 ოქტომბერს Twitter-ზე.

მსგავსი/Related

Back to top button