ახალი ამბები

ევროპული საქართველო ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო, რომელსაც უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია ყავს პარლამენტში, დღეს ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრი გახდა.

გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს წევრად მიღების თაობაზე კოპენჰაგენში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე იქნა მიღებული.

ევროპულმა საქართველომ დამკვირვებელ წევრად მიღების თხოვნით ევროპის სახალხო პარტიას 2017 წლის იანვარში მიმართა, რასაც წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობიდან პარტიის წევრების გამოყოფა.

ევროპის სახალხო პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური ასამბლეა, თავმჯდომარეობის რეკომენდაციით, დამკვირვებელი წევრის სტატუსს ანიჭებს მსგავსი იდეოლოგიების მქონე პარტიებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე სახელმწიფოებიდან, რომელთაც ევროკავშირს წევრობისთვის მიმართეს და ევროპის საბჭოს წევრი ევროპული სახელმწიფოებიდან.

ევროპული საქართველო EPP-ს მეორე წევრი იქნება საქართველოდან დამკვირვებლის სტატუსით; ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სტატუსი 2008 წლის სექტემბერში მოიპოვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button