Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურა 26 მაისს ‘ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებს’ იძიებს

20 ივნისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 26 მაისის მოვლენების დროს "ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით" გამოძიება მიმდინარეობს.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 14 ივნისს პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან აქციის დაშლისას და მის შემდგომ პერიოდში სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების 12 ფაქტზე უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით, ისევე როგორც  მოითხოვა გამოძიების დაწყება ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

ამ ფაქტების გამოძიებისაკენ საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო წარმომადგენლებიც აქტიურად მოუწოდებენ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button